42° პარალელი - კორონაბონდები: ორად გაყოფილი ევროზონა / offshoring - ანუ Made in China / როგორ შეაჩერა ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემია
  • კორონავირუსით გამოწვეული ჯანდაცვის სისტემის კრიზისის გარდა, ევროკავშირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშეა. კრიზისზე საპასუხოდ პოლიტიკური დისკუსიის თემა გახდა ე.წ. „კორონაბონდების“ საკითხი, რომელსაც საფრანგეთის და იტალიის ლიდერობით წევრი ქვეყნების ნაწილი ემხრობა, ხოლო მეორე ნაწილი, გერმანიის და ნიდერლანდების ლიდერობით ეწინააღმდეგება. ამ ინტერვიუში მათე გაბიცინაშვილი მოკლედ აღწერს რაში მდგომარეობს ეს პოლიტიკური და ეკონომიკური დისკუსია. ვრცლად ამის შესახებ, იხილეთ სიუჟეტი მომდევნო ხუთშაბათს
  • offshoring ანუ Made in China – ის რაც იწარმოებოდა ქვეყნის შიგნით, ახლა იწარმოება საზღვრებს მიღმა. ზოგი ქვეყნისთვის ის დაკარგულ დიდებას ნიშნავს დანარჩენებისთვის კი შესაძლებლობას დასაქმდნენ. რა ტიპის სამუშაოს ეწოდება Offshoring-ი. რამდენად რეალურია Trump-ის დაპირება 1970-იანი წლებიდან დასავლეთში დაწყებული საწარმოო საშუალებების გადინების შეჩერების და უკან ამერიკაში დაბრუნების შესახებ
  • კოვიდ-19-ის ეპიდემია, რომელმაც ჩინეთი ამ წლის დასაწყისში მოიცვა, თანდათანობით ამ ქვეყანაში უკან იხევს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „სინხუამ“ ჯერ კიდევ 20 მარტს ამცნო მსოფლიოს, რომ ქალაქ უხანში, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრად იქცა, დაინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც მნიშვნელოვან სიმბოლურ მიღწევად იქცა. ქვეყნის ოფიციალური მედია კი უხანს „ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს უწოდებს, სადაც გადაწყდა ჩინეთის კორონავირუსთან ბრძოლის შედეგი“. რეზი ქოიავა მოგითხრობთ ჩინეთში კორონავირუსთან ბრძოლაზე.

42° პარალელი