სარგებელი ომიდან - ჯინ შაჰინის განცხადება 

ჯინ შაჰინის სურვილია უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ შედეგი ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს. ამერიკელმა სენატორმა განცხადება „ფოქს ნიუსთან“ გააკეთა და თქვა, რომ თუ ომში რუსეთი გაიმარჯვებს, ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობა ექნება ნატოს წევრ ქვეყნებშიც შეიჭრას. შაჰინის პოზიცია ნეგატიურად ფასდება თბილისში. პარლამენტის თავმჯდომარე პარალელს საქართველოსთან ავლებს და აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორს საქართველოს შემთხვევაშიც მისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით მოქმედებდა. განცხადებას მიუღებელს უწოდებს პრემიერი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შაჰინის პოზიცია იმის დადასტურებაა, რომ უკრაინელი ხალხის ინტერესები არავის აინტერესებს.