რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის შესახებ გარკვეული ინფორმაციის გაშუქებას კრძალავს. განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. დადგენილების თანახმად, მინისტრთა კაბინეტმა უნდა მიიღოს დაუყოვნებელი ზომები, რათა აიკრძალოს მედიაში მსგავსი ინფორმაციის გაშუქება.
პარალელურად, უკრაინაში რუსული სარაკეტო იერიშები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის იერიშს ოდესაში მსხვერპლი მოჰყვა. დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და დაიღუპა ერთი ადამიანი. ზაპოროჟიეში უპილოტო საფრენი აპარატით იერიშს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს.