13 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ Thirty Seconds to Mars წარდგება

„ბლექ სი არენაზე“ 13 აგვისტოს ქართველი მსმენელის წინაშე ჯარედ ლეტო თავის როკ-ბენდთან ერთად წარდგება.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. კონცერტი ორ საათს გასტანს და ამ ხნის განმავლობაში ჯგუფის ცნობილი ჰიტები შესრულდება. როკ-ბენდი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ოსკაროსანი მსახიობის, ჯარედ ლეტოს კარიერა მუსიკალურ სფეროშიც საკმაოდ წარმატებულია.

2013 წელს ჯგუფის ალბომის გაყიდვებმა 15 მილიონს გადააჭარბა.