ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების შემოქმედებითი საღამო

„ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

„ბლექ სი არენას“ მსმენელმა კახიძეების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი დაუვიწყარი კომპოზიციები მოისმინა.

კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იყო ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები. კონცერტის მეორე განყოფილებაში კი კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე, მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.

მსმენელის წინაშე სხვა შემსრულებლებიც წარდგნენ.