Starring Georgia-ს 2024-ის საზაფხულო მუსიკალური სეზონი

„ბლექ სი არენაზე“ Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური თარიღები და შემსრულებელთა ნაწილი უკვე ცნობილია. 10 მაისს მასშტაბურ მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე ამერიკული პოპ როკ ბენდი OneRepublic-ი გახსნის. 31 მაისს კი „ბლექ სი არებაზე“ უკვე მეორედ, მსმენელის წინაშე ლეგენდარული ჰარდ-როკ ბენდი, Scorpions-ი წარდგება. 18 აგვისტოს კი Brit Award-ის გამარჯვებული Jungle Black Sea Arena Front Stage-ს დაიკავებს და შეკვეთილს საზაფხულო, ენერგიით აავსებს. ღონისძიების ორგანიზატორის, „ბლექ სი არენას“ ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა ეტაპობრივად დაიწყება. ხვალ დილის 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე OneRepublic-ის ბილეთების ყიდვა იქნება შესაძლებელი. BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring-ის ბილეთებს შეიძენთ, TKT.ge-ზე კი ნებისმიერ კატეგორიას.