„ბლექ სი არენაზე“ ჯესი ჯეის კონცერტი გაიმართა

შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“, ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის, ჯესი ჯეის კონცერტი ჩატარდა. ჯესი ჯეი მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით გაიცნო.

ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, მომღერალმა დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე იმღერა.

ამის შემდეგ, ჯესი ჯეიმ ზედიზედ ორი ალბომი გამოსცა, რომლებმაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა. 2019 წელს, ჯესი ჯეი განაგრძობს მსოფლიო ტურნეს და მსმენელს როგორც ძველ, ასევე უახლეს ჰიტებს უზიარებს.