„ბლექ სი არენაზე“ „ოპერა გალა“ გაიმართა

„ბლექ სი არენაზე“ ვერდის ფესტივალის დასკვნითი საღამო – „ოპერა გალა“ გაიმართა. შესრულდა არიები ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან.

გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.

ვერდის სახელობის ფესტივალს საუკუნოვანი ისტორია აქვს.

საღამო 16 აგვისტოს თბილისში „ბალ-მასკარადის“ პრემიერით გაიხსნა. შემდეგი სპექტაკლები „ბლექ სი არენაზე“ იქნა წარმოდგენილი.