დაგეგმილი კონცერტები

„კონსერვატიული შეფასებით, პროექტს ექნება ასი მილიონის ეფექტი ეკონომიკაზე“ – ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი კონცერტები. ლევან დავითაშვილის განმარტებით, პროექტი „სთარინგ ჯორჯია“ საქართველოში ტურიზმს კიდევ უფრო განავითარებს და ქვეყნის ცნობადობას გაზრდის. მე შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველო არაერთ ცნობილ მუსიკოსს უმასპინძლებს, მათ შორის, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება Imagine Dragons-ის კონცერტი. 15 აგვისტოს Black Sea Arena ცნობილ ამერიკულ ბენდს The Killers უმასპინძლებს. ასევე 5 აგვისტოს Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე სცენაზე მსმენელის წინაშე ამერიკელ მუსიკოსი Nile Rodgers და მის ბენდი წარდგება, 6 აგვისტოს კი ამავე სცენაზე ფრანგი მუსიკოსი და მულტი-ინსტრუმენტალისტი, FKJ გამოვა.