6 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ჯესი ჯეი იმღერებს

„ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია გრძელდება.

6 აგვისტოს, მსმენელის წინაშე პოპ შემსრულებელი ჯესი ჯეი წარდგება. მუსიკოსი ცნობილ ჰიტებთან ერთად, სიმღერებს ბოლო ალბომიდანაც შეასრულებს.

მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ჯესი ჯეი მხოლოდ ერთი დღით ესტუმრება.

უკვე ცნობილია, რომ ახალი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად აღიარებული, ბრიტანელი შემსრულებლის კონცერტზე მოხვედრა, მელომანებისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება.