მუსიკალური სეზონი Black Sea Arena-ზე

მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა „ბლექ სი არენაზე“ – მთელი აგვისტოს განმავლობაში შეკვეთილში არაერთი საერთაშორისო არტისტისა და ბენდის კონცერტი გაიმართება, თუმცა ორგანიზატორები მუსიკის მოყვარულებს, ამჯერად არა უშუალოდ არენას სცენაზე, არამედ მუსიკოსთა პარკში მდებარე სოციალურ სივრცეში და „ფრონთ სტეიჯზე“ ეპატიჟებიან. 6 აგვისტოს მსმენელის წინაშე ნიუიორკელი არტისტი, მეტ კეინსი წარდგება, 14 აგვისტოს კი მელომანებს განსხვავებულ პროგრამას ამერიკელი მულტი-ინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორი ალენ ჰასლეი შესთავაზებს. უკვე 15 აგვისტოს „ბლექ სი არენას“ „ფრონთ სტეიჯს“ ფრანგული დისკო-პოპ-ბენდი, „ლიმპერატრიჩი“ დაიკავებს.