ახალი სეზონი „ბლექ სი არენაზე“

„ბლექ სი არენა“ მუსიკალურ პროექტს, „ნაელ როჯერს ენდ ჩიკს“ უმასპინძლებს.

კონცერტი 18 ივლისს გაიმართება. ბილეთების გაყიდვა ხვალ საღამოდან დაიწყება. ამერიკელი მუსიკოსის, კომპოზიტორის და პროდიუსერის შემოქმედებითი საქმიანობა 50 წელს ითვლის. ჯგუფის ბოლო ალბომი, რომელიც 2018 წელს გამოვიდა, ლედი გაგასთან, ელტონ ჯონსა და ქრეიგ დევიდთან კოლაბორაციებს მოიცავს.