საქართველოს საფეხბურთო ლიგაში დაწინაურებული „რუსთავი“ სეზონისთვის თურქეთში ემზადება და პირველი სპარინგ-მატჩი ჩაატარა.
“რუსთავი” ბულგარეთის პირველი ლიგის მეორეადგილოსან “ცარსკო სელოს” დაუპირისპირდა. პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორეში კი ბულგარელებმა „რუსთავის“ კარი ორჯერ აიღეს და იური გაზაევის გუნდი 0:2 დამარცხდა. მეტოქემ გოლები 73-ე და 86-ე წუთებზე გაიტანა.
„რუსთავი“: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობახიძე, კვირკველია, ფონიავა, კლიმიაშვილი, პაპავა, მიქელთაძე, გორელიშვილი, კირკიტაძე, ქავთარაძე.
შეცვლაზე: გუჯაბიძე, ცხადაძე, ცხოვრებოვი, ბრაჭული, ზვიადაძე, სიჭინავა, მარცვალაძე, კვირკვია, ბარაბაძე.
მეორე ამხანაგურ მატჩს ”რუსთავი” 9 თებერვალს, უნგრულ “შიოფოკისთან” გამართავს.
„რუსთავმა“ კიდევ ერთი ახალწვეული თემურ ჩოგაძეა. 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გასული სეზონის პირველი ნახევარი “საბურთალოში” გაატარა, მეორე ნახევარში კი განათხოვრებით ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.
ჩოგაძე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრი იყო და 2017 წელს გამართულ ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე პორტუგალიისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშა.