მამუკა მდინარაძე - ეს მხოლოდ ნიკა გვარამიას ფანტაზიის ნაყოფია, ან ერთი პროცენტი დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს, აშაყირებს და ცრუ ინფორმაციას აწვდის
მამუკა მდინარაძე - ეს მხოლოდ ნიკა გვარამიას ფანტაზიის ნაყოფია, ან ერთი პროცენტი დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს, აშაყირებს და ცრუ ინფორმაციას აწვდის

შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ თავად ნიკა გვარამიას ფანტაზიის ნაყოფია, ან ერთი პროცენტი დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს, აშაყირებს და ცრუ ინფორმაციას აწვდის, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ტელევიზიაში შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

„მთელი პასუხისმგებლობით და გარანტირებულად შემიძლია, ვუთხრა როგორც ნიკა გვარამიას, ისე ნებისმიერ ადამიანს, რომ მსგავსი თემები ბუნებაში არ არსებობს. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ თავად ნიკა გვარამიას ფანტაზიის ნაყოფია, ან ერთი პროცენტი დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს, აშაყირებს და ცრუ ინფორმაციას აწვდის.

ბუნებაში ასეთი წყარო არ არსებობს და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, მსგავსი საფრთხე არ არსებობს. დამშვიდდით, დაწყნარდით, პანიკას ჰაერიდან ნუ თესავთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა გვარამიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სახელისუფლო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ.