ეროვნული საფეხბურთო ლიგა მეორე არხზე
ეროვნული საფეხბურთო ლიგა მეორე არხზე

9 და 10 ივნისს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-14 ტურის მატჩები გაიმართება. პირველი შეხვედრა ლანჩხუთში დაიგეგმა, სადაც ერთ-ერთი აუტსაიდერი “სამტრედია” მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის
“ტორპედოს” ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება. თუმცა, ქულები სტუმრებს არანაკლებად სჭიდრებათ, რაც დაძაბულ თამაშს გვპირდება.

“მიხეილ მესხზე” ქვემოქართლელთა დაპირისპირება შედგება – “რუსთავი” ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ. რუსთაველებს ოთარ მარცვალაძე ჰყავთ დისკვალიფიკაცირებული, ხოლო “სიონს” – ალექსანდრე კოშკაძე და ლუკა ნოზაძე.

გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილა” ფოთის “კოლხეთი 1913”-ს უმასპინძლებს და მეორე ადგილზე დაწინაურებას შეეცდება. კოლხებს ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაცირებული თავდამსხმელი ილია მიხალიოვი ვერ დაეხმარება.

კვირას, 10 ივნისს, ორი შეხვედრაა: თბილისურ დერბიში “ლოკომოტივი” “მიხეილ მესხი 2”-ზე “საბურთალოს” შეხვდება, ხოლო ტურის ცენტრალური მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართება – “დინამო” “ჩიხურას” შეხვდება. 20:30 საათზე მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას “მეორე არხი” შემოგთავაზებთ.