„რუსთავმა“ გამოცდილი მოთამაშეები დაიმატა #1TVSPORT
„რუსთავმა“ გამოცდილი მოთამაშეები დაიმატა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნებული „რუსთავი“ დაკომპლექტებას განაგრძობს – გუნდმა სამი გამოცდილი მოთამაშე წარადგინა.

„რუსთავში“ გააგრძელებს კარიერას გიორგი ბუხაიძე – 32 წლის გამოცდილი თავდამსხმელი გასულ სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდში, „ქაისარში“ თამაშობდა.

გუნდში დაბრუნდა 28 წლის ნახევარმცველი, ლაშა ქოჩლაძე, რომელმაც რუსთაველთა რიგებში 2019 წლის სეზონშიც 30 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში კი ჯერ საფეხბურთო კლუბ „თელავში“, შემდეგ კი თბილისის „მერანში“ თამაშობდა.

რუსთავის საფეხბურთო კლუბში ითამაშებს 26 წლის მცველი გიორგი ჯალაღონიაც, რომელიც გასულ წლებში „სამტრედიისა“ და თბილისის „მერანის“ ფეხბურთელი იყო.

შეგახსენებთ, რომ გუნდმა უკვე დაიმატა მეკარე გიორგი ბეგაშვილი და მცველი ვარლამ კილასონია, ხოლო იაპონელი ნახევარმცველი, იუტა ნაკანო შეინარჩუნა.