ერთა ლიგა | 2026/2027 წლის სეზონის პლეიოფის და მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები #1TVSPORT
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფა-ს ერთა ლიგის 2026/2027 წლის სეზონის პლეიოფისა და მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
B/C ლიგების პლეიოფის წყვილები:
- ფარერის კუნძულები – საქართველო
- კვიპროსი – ჩრდილოეთ მაკედონია
- ესტონეთი – რუმინეთი
- ბელარუსი – ისრაელი
A/B ლიგების პლეიოფის წყვილები:
- ბოსნია და ჰერცეგოვინა – დანია
- უნგრეთი – სერბეთი
- ირლანდია – ხორვატია
- სლოვენია – უელსი
A ლიგის მეოთხედფინალური წყვილები:
- ესპანეთი – საფრანგეთი
- ნორვეგია – ინგლისი
- ნიდერლანდები – პორტუგალია
- ბელგია – გერმანია
ნახევარფინალში ესპანეთისა და საფრანგეთის წყვილში გამარჯვებული ნიდერლანდებსა და პორტუგალიას შორის მოგებულს შეხვდება, ხოლო ნორვეგია-ინგლისის წყვილში უკეთესი ბელგიასა და გერმანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
პლეიოფისა და მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 2027 წლის 25-30 მარტს გაიმართება. დაპირისპირებები ორმატჩიანია, ხოლო A ლიგის მეოთხედფინალში გამარჯვებული ოთხი ნაკრები ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავა, რომელიც 9-13 ივნისს ჩატარდება.