ფრანგული გამოცემა – კვარაცხელია პსჟ-თან კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT
„დემბელე, კვარაცხელია, დუე და საფონოვი „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტებს გაახანგრძლივებენ. ასევე, მოლაპარაკებები დაიწყო მარკინიოსთან, ზაირ-ემერისთან, ვიტინიასთან, ჰაკიმისა და ნუნუ მენდეშთან. დამატებითი ინფორმაცია ლუკას შევალიეს შესახებ: მას კლუბის დატოვება არ უთხოვია“, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა CANAL+ Foot-ი.
ქართველმა ვარსკვლავმა „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, რითიც იგი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში. ხვიჩა პარიზული გრანდის ფორმით ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, წელს კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ამას გარდა, კვარაცხელიამ ორჯერ მოიგო საფრანგეთის ლიგა 1, ერთხელ საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ორჯერ უეფა-ს სუპერთასი და ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასი, ასევე იყო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალისტი.