რამაზ სვანაძე – პლეიოფის რთულ მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულები უნდა შევხვდეთ #1TVSPORT

19:00, 20.11.2026

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ერთა ლიგის პლეიოფის წილისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა. წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრების მეტოქე ფარერის კუნძულების გუნდი იქნება.

ერთა ლიგის პლეიოფის წილისყრა ნიონში გაიმართა. მარტში საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულებზე 27 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს საქართველო 30 მარტს უმასპინძლებს. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში B ლიგაში იასპარეზებს.

„თანამედროვე ფეხბურთში ყველა მეტოქე დასაფასებელია. ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა. ჩვენი მიზანი უცვლელია – კვლავ B დივიზიონში თამაში.

ამისთვის კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, თავად ვიყოთ სათანადო მდგომარეობაში და, შესაბამისად, პლეიოფის რთულ მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.

მსგავსი