ეროვნული ლიგა | „დინამოსა“ და „ტორპედოს“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

22:11, 20.11.2026

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

„დინამო არენაზე“ გამართულ 101-ე „კლასიკოში“ ანგარიში პირველ ტაიმში ქუთაისელებმა გახსნეს. მე-8 წუთზე მასპინძელთა კარი დინო სკორუპმა აიღო და „ტორპედო“ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებმა მეორე ტაიმში „ტორპედოს“ დიდი ძალებით შეუტიეს და 76-ე წუთზე ჰალიდ დორტმურზიევმა წონასწორობა აღადგინა. ოთხ წუთში „დინამოს“ დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ ნიკა ნინუას მიერ შესრულებული პენალტი ქუთაისელთა მეკარემ, ოთო გოშაძემ მოიგერია.

33 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ 59 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ქუთაისის „ტორპედომ“ (44 ქულა) მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ეროვნული ლიგის 33-ე ტური თბილისში გამართული ორი მატჩით გაიხსნა – ორივე შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ერთნაირი ანგარიშით დასრულდა.

„გაგრამ“ გორის „დილას“ „პეტრიაშვილი არენაზე“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. გორელთა შემადგენლობაში მუჰამედ დიუფმა დუბლი (30, 44) შეასრულა, ერთი გოლი კი ოთარ ფარულავას (63) ანგარიშზეა. „გაგრას“ მხრიდან თავი გურამ გოშთელიანმა (32) და ვანდერსონ სილვამ (54, პენალტი) გამოიჩინეს.

„მიხეილ მესხი 2“-ზე აუტსაიდერების დაპირისპირებაში „სპაერმა“ ტყიბულის „მეშახტესთან“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 2:3 დამარცხდა. გიგა სამხარაძის (13, პენალტი) და თამაზ ცეცხლაძის (56) გოლებს ტყიბულელებმა ცოტნე ფაცაციას (32, 63) და ბექა გაბისკირიას (67) ზუსტი დარტყმებით უპასუხეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაცაციას მეორე გოლი, რომელიც ფეხბურთელმა ეფექტური „მაკრატელა დარტყმით“ გაიტანა.

33 ტურის შემდეგ გორის „დილა“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. „სპაერი“ (32 ქულა) მერვე პოზიციაზეა, „გაგრა“ (31) მეცხრეზე დარჩა, ხოლო „მეშახტე“ (23) კვლავ ბოლო ადგილზეა, თუმცა ლიგაში დარჩენის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ეროვნული ლიგა
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
  • 1
    იბერია 1999 (თბილისი) იბერია 1999 (თბილისი)
    33
    18
    6
    9
    13
    60
  • 2
    დინამო (თბილისი) დინამო (თბილისი)
    33
    16
    11
    6
    20
    59
  • 3
    დინამო (ბათუმი) დინამო (ბათუმი)
    32
    17
    8
    7
    16
    59
  • 4
    რუსთავი რუსთავი
    32
    16
    8
    8
    12
    56
  • 5
    ტორპედო (ქუთაისი) ტორპედო (ქუთაისი)
    33
    11
    11
    11
    9
    44
  • 6
    დილა (გორი) დილა (გორი)
    33
    13
    4
    16
    1
    43
  • 7
    სამგურალი (წყალტუბო) სამგურალი (წყალტუბო)
    32
    11
    6
    15
    -14
    39
  • 8
    სპაერი (თბილისი) სპაერი (თბილისი)
    34
    6
    14
    14
    -11
    32
  • 9
    გაგრა გაგრა
    33
    6
    13
    14
    -19
    31
  • 10
    მეშახტე (ტყიბული) მეშახტე (ტყიბული)
    33
    4
    11
    18
    -27
    23

მსგავსი