„რუსთავმა“ წაგებული მატჩი გადაარჩინა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
„რუსთავმა“ წაგებული მატჩი გადაარჩინა და სერიაში 2:1 დაწინაურდა

საკალათბურთო სუპერლიგაში “რუსთავისა” და “ქუთაისის” ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა მიმდინარე სეზონში. მასპინძელმა “რუსთავმა” სასწაული მოახდინა – ძირითადი დროის ბოლო წუთზე ხუთი ქულით აგებდა, მაგრამ შეძლო თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა, იქ დემორალიზებული მეტოქე 13:1 გაანადგურა და თითქმის წაგებული შეხვედრა 12 ქულით მოიგო – 76:64.

მასპინძლებში ადამ ბლეიზეკსა და ტაირელ ნელსონს ჰქონდათ ყველაზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი – 30. ბლეიზეკმა 26 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 5 ჩაჭრა დააგროვა, ნელსონმა – 22 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა. “ქუთაისში” 21 ქულით აკაკი დვალიშვილი იყო ყველაზე შედეგიანი. 20 ქულა 7 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა დეჟუან რაიტს.

ნახევარფინალურ სერიაში “რუსთავი” 2:1 დაწინაურდა და ერთი მოგება აშორებს ფინალამდე, სადაც 2010 წლის შემდეგ არ ყოფილა. მეოთხე მატჩი ისევ რუსთავში 18 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი