„რუსთავმა“ პლეი ოფი 20-ქულიანი მოგებით დაიწყო
„რუსთავმა“ პლეი ოფი 20-ქულიანი მოგებით დაიწყო

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფი „რუსთავმა“ იოლი მოგებით დაიწყო. მან საკუთარ მოედანზე უმასპინძლა „ბათუმს“ და 20 ქულით გაიმარჯვა – 82:62.
ბათუმელებმა პირველ ტაიმში კარგად იბრძოლეს და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ რვა ქულით იყვნენ ჩამორჩენილები. ყველაფერი მესამე მეოთხედში გაირკვა, რომელიც მასპინძლებმა 20:9 მოიგეს, 19 ქულით დაწინაურდნენ და ამ სხვაობას მეოთხე 10-წუთეულში კიდევ ერთი ქულა დაუმატეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუსთაველთა ცენტრი ტაირელ ნელსონი იყო – 33 ქულა და 16 მოხსნა. ახლო იყო სამმაგ დუბლთან ადამ ბლეიზეკი – 16 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა. ბათუმელებში 22 ქულითა და 9 მოხსნით სერბი სტეფან ანდრეიევიჩი იყო გამორჩეული.

„რუსთავი“ 1:0 დაწინაურდა და ახლა, სერია ბათუმში გადაინაცვლებს.