კრისტალბეთ ეროვნული ლიგა - „რუსთავმა“ „ჩიხურა“ დაამარცხა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა - „რუსთავმა“ „ჩიხურა“ დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრში „რუსთავმა“ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ანგარიში მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გახსნეს. 22-ე წუთზე საჩხერელთა კარი ავთო გუჯაბიძემ აიღო. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ამ მატჩში გატანილი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა და „რუსთავმა“ 1:0 მოიგო.

ამ წარმატებით რუსთაველებმა 22 ქულა დააგროვეს და ბოლოადგილოსან „ვიტ ჯორჯიასთან“ უპირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდეს, ხოლო ბოლნისის „სიონთან“ ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირეს. საჩხერეს „ჩიხურა“ კი, 27 ქულით მეექვსე პოზიციაზე დარჩა.