ქუთაისში, თეთრ ხიდზე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე „ბახალას“ მხარდასაჭერი აქცია, სლოგანით „ყველა ერთისთვის“ გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა და გიორგი გიორგანაშვილისთვის რვაწლიანი პატიმრობის მისჯა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ.
გიორგანაშვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 იანვარს მიუსაჯა.