სერგი კაპანაძე - იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტი მართლა ათავისუფლებდეს პოლიტპატიმრებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წერილებით ხელმძღვანელობს
სერგი კაპანაძე - იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტი მართლა ათავისუფლებდეს პოლიტპატიმრებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წერილებით ხელმძღვანელობს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი იმის ნაცვლად, რომ მართლა ათავისუფლებდეს პოლიტიკურ პატიმრებს, ხელმძღვანელობს წერილებით, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისაგან იღებს. ამ განცხადებით ის ნარკოდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულთა ჯგუფის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ირაკლი ქორიძის საქმეს გამოეხმაურა.

„მსურს, გამოვეხმაურო იმ სკანდალს, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით ირაკლი ქორიძის საქმეზე აგორდა ბოლო დღეების განმავლობაში.

კარგად გვახსოვს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა იმ დაპირებით, რომ სურდა, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები მოეგვარებინა. მიუხედავად დაპირებისა და მათ უფრო დაამძიმეს და გააუარესეს ამ სფეროში სიტუაცია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, წერილი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, იმის დასტურია, როგორ ხდება ადამინების გათავისუფლება პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

„წერილი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს და ერთ-ერთი საპარლამენტო ლიდერის მხრიდანაა მიწერილი პრეზიდენტზე, არის ნათელი დასტური, როგორ ხდება ადამინების გათავისუფლება პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ასევე, ამას დაემატა მეორე ძალიან შემაშფოთებელი მიმართულება, რომლის კარგი გამოვლინება არის პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოვლინება, რომ მან ნეპოტისტური ნიშნით, ნათესაური ნიშნით გაათავისუფლა კონკრეტული ადამიანი ციხიდან. ეს ორი პრობლემა ბოლო წლებში სერიოზული დამამძიმებელი გახდა მართლმსაჯულებაში არსებული მდგომარეობისა.

ეს ყველაფერი არის უკიდურესად ცინიკური და პრობლემატური, იმის ფონზე, რომ საქართვლოში დღეს მაღლაც არიან პოლიტიკური პატიმრები, მათ შრის ვანო მერაბიშვილი, რომლის საქმეზეც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და მართლა ათავისუფლებდეს პოლიტიკურ პატიმრებს, როგორც ვხედავთ, ის ხელმძღვანელობს სხვა ტიპის წერილებით, რომელსაც იღებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისაგან.

ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება ერთადერთი რამ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს არჩევნები ჯერ ვანსა და ხონში და მერე წააგოს საპრეზიდენტო არჩევნები, 2020 წელს კი საერთოდ დაემშვიდობოს ხელისუფლებას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სამართალდამცველებმა საქართველოში ნარკოდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულთა ჯგუფი გამოავლინეს. შსს-ს ცნობით, საქმეზე დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.