გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმეზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გიორგანაშვილს 45 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

„დაცვის მხარის სააპელაციო სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს და განაჩენი უცვლელი დარჩეს. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა პალატის თავმჯდომარე მანუჩარ კაპანაძემ განაცხადა.

დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვდა.

გიორგი გიორგანაშვილმა სასამართლო სხდომა, სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამ ფარსში მონაწილეობა არ მინდა და მე დავტოვებ სხდომათა დარბაზს, ამის შესახებ გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალა)  სააპელაციო სასამართლოში განაცხადა და პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

სხდომის დაწყებისას გიორგი გიორგანაშვილმა მოსამართლეთა კოლეგიას განცხადების წაკითხვა სთხოვა, რომელშიც აღნიშნა, რომ განაჩენი წინასწარ არის გადაწყვეტილი და სასამართლო სიმართლის დადგენით დაინტერესებული არ არის.

გიორგი გიორგანაშვილს საქალაქო სასამართლომ 45 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მსახიობი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას სამართალდამცველებმა ჩაუდეს.