სააპელაციო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დაცვის მხარეს აქვს რამდენიმე შუამდგომლობა. ითხოვენ მტკიცებულებების წარდგენას ახალ ბრალთან დაკავშირებით. ასევე ადვოკატი მოითხოვს სხდომის გადადებას გონივრული ვადით. ის ამბობს, რომ საქმის მასალები საკმაოდ მოცულობითია და საფუძვლიანად უნდა გაეცნოს.

ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდება, დაცვის მხარე სხდომაზე სააპელაციო მოთხოვნას წაიკითხავს, ასევე მოისმენს პროკურატურის მხარის პოზიციას და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს. პირველმა ინსტანციამ მას დიდი ოდენობის ბუპრენორფინის, იგივე სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მსახიობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მას ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე, ბრალი წარედგინა 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. გიორგი გიორგანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.