მირზა სუბელიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მირზა სუბელიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის დროს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით შსს-მ მირზა სუბელიანი დააკავა.
უწყების ცნობით, სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.
ამავე საქმეზე კი 8 ივნისს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს.-