ზაზა სარალიძე - ჩემი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა და არა სასჯელის წლების თვლა
ზაზა სარალიძე - ჩემი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა და არა სასჯელის წლების თვლა

ჩემი მიზანი არ არის წლები ვითვალო, ჩემი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ მირზა სუბელიანის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულის სასარგებლოდ პროკურატურის ინტერესი იკვეთებოდა.

„მთავარია, რომ ბრალდებულია და მხოლოდ შეუტყობინებლობაში. დანარჩენს გამოძიება დაადგენს, რა შეიძლება კიდევ წაეყენოს. წესით, მირზა სუბელიანის მსგავსი ხალხი გარეთ არ უნდა დადიოდეს. პროკურატურის ინტერესი იკვეთებოდა მირზა სუბელიანის სასარგებლოდ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის ბრალდების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით,  წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცრდა 375 მუხლზე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ერთი თვის ვადით. სასჯელის ვადის ათვლა დაკავების დღიდან დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ მირზა სუბელიანს საპატიმროში ყოფნის სამი თვე აქვს დარჩენილი.

დატოვე კომენტარი