ადვოკატის ინფორმაციით, მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მირზა სუბელიანის ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა დაუდასტურა.
მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალა.
მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.