მირზა სუბელიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს [ვიდეო]

მირზა სუბელიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მირზა სუბელიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის დროს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით შსს-მ მირზა სუბელიანი დააკავა.  

უწყების ცნობით, სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.

ამავე საქმეზე კი 8 ივნისს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს.-