მირზა სუბელიანის ბრალდების საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს
მირზა სუბელიანის ბრალდების საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

მირზა სუბელიანის ბრალდების საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის არსებითი განხილვა დასკვნით ეტაპზეა მისული.

დღევანდელ სხდომაზე მირზა სუბელიანის ადვოკატები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ.

მირზა სუბელიანს, ბრალად ედება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დანაშაულის დაფარვა. გამოძიების ინფორმაციით, სუბელიანს მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საგამოძიებო უწყებებთან არ ითანამშრომლა. სუბელიანი წარდგენილ ბრალს აღიარებს. საქმის განხილვის ფარგლებში დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნო. ადვოკატები სუბელიანისთვის ყველაზე მსუბუქ სასჯელს, ფულადი სანქციის დაწესებას ითხოვენ.