მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

პენიტენციურ დაწესებულებასთან მირზა სუბელიანს ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალა.

მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი