ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები გამოიძახეს
ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები გამოიძახეს

ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები გამოიძახეს.

ლიტვაში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატი შეხვედრის შემდეგ კომენტარს გააკეთებს.

საგარეო უწყებებში რუსი დიპლომატების დაბარების მიზეზი უცნობია, თუმცა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთიდან 23 დიპლომატის გაძევების შემდეგ მიიღეს.

ოფიციალურმა ლონდონმა დიპლომატები რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ გააძევა.

ევროკავშირის სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მათ მოწამვლაში ლონდონი რუსეთს ადანაშაულებს, რასაც მოსკოვში უარყოფენ.