The Insider - სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ალექსანდრ პეტროვი რუსეთის დაზვერვის თანამშრომელია და მისი ნამდვილი სახელი ალექსანდრ მიშკინია
The Insider - სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ალექსანდრ პეტროვი რუსეთის დაზვერვის თანამშრომელია და მისი ნამდვილი სახელი ალექსანდრ მიშკინია

სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ალექსანდრ პეტროვი რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის განყოფილების თანამშრომელია და მისი ნამდვილი სახელი ალექსანდრ მიშკინია, – ამ ინფორმაციას რუსული ინტერნეტ გამოცემა The Insider-ი და საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი ავრცელებენ.

Bellingcat-ი წერს, რომ მიშკინი 1979 წლის 13 ივლისს დაიბადა, სწავლობდა სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. სწავლის დროს მიშკინმა რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა.

ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. სკრიპალები გადარჩნენ. სექტემბრის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლანდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილები დაასახელა. ბრიტანული მხარე ამტკიცებს, რომ ისინი რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის თანამშრომლები არიან.