ორი რუსი ჯაშუში ქალაქ შპიცის ლაბორატორიის მონაცემების მოპოვების მცდელობისთვის დააკავეს და რუსეთში გააძევეს
ორი რუსი ჯაშუში ნიდერლანდებში დააკავეს და რუსეთში გააძევეს. როგორც ადგილობრივი გაზეთი NRC Handelsblad-ი წერს, ინციდენტი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მედიისთვის ახლა გახდა ცნობილი.
გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ორი მოქალაქე ნიდერლანდებიდან შვეიცარიაში მიემგზავრებოდა, სადაც ქალაქ შპიცის ლაბორატორიის შესახებ მონაცემების მოპოვებას გეგმავდნენ. აღნიშნული ლაბორატორია სხვა საკითხებზე მუშაობის გარდა, სირიაში ქიმიური იარღით განხორციელებული თავდასხმებისა და სოლსბერიში სკრიპალების მოწამლვის საქმის გამოძიებაში მონაწილეობს.
მანამდე, აღნიშნული ლაბორატორია კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა.
რუსი ჯაშუშების დაკავება ნიდერლანდების, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების ერთობლივი შედეგი გახდა. აღსანიშნავია, რომ ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა ადგილობრივ გამოცემა Tages-Anzeiger-ს დაუდასტურა.