ტერეზა მეი სოლსბერიში ჩავიდა, სადაც ერთი წლის წინ სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს
ტერეზა მეი სოლსბერიში ჩავიდა, სადაც ერთი წლის წინ სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ჩავიდა, სადაც ერთი წლის წინ, 2018 წლის 4 მარტს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია მოწამლეს.

სოლსბერიში ტერეზა მეი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქალაქის საგანგებო სამსახურების თანამშრომლებსა და სამხედროებს, რომლებიც სოლსბერიში საშიში ნივთიერების გამოყენების შემდგომ სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაზე პასუხისმგელობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა. მოსკოვი მომხდართან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.