ტერეზა მეი ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ორგანიზაციის წევრებს სერგეი სკრიპალის საქმეზე დამატებით დეტალებს გააცნობს
ტერეზა მეი ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ორგანიზაციის წევრებს სერგეი სკრიპალის საქმეზე დამატებით დეტალებს გააცნობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი 20 სექტემბერს, ზალცბურგში დაგეგმილ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე, ორგანიზაციის წევრებს სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს გააცნობს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე „ბრექსითზეც“ ისაუბრებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ნოემბერში, ევროკავშირის საგანგებო სამიტი დაინიშნიოს, სადაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ოფიციალურ ლონდონსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.