სოლსბერიში სამხედრო მოსამსახურეებმა სერგეი სკრიპალის სახლის დემონტაჟი დაიწყეს
სოლსბერიში სამხედრო მოსამსახურეებმა სერგეი სკრიპალის სახლის დემონტაჟი დაიწყეს

სოლსბერიში სამხედრო მოსამსახურეებმა სერგეი სკრიპალის სახლის დემონტაჟი დაიწყეს. ბრიტანული მედიასაშაულებების ინფორმაციით, თავდაპირველად, ყოფილი ორმაგი აგენტის სახლისა და ავტოფარეხის გარშემო დამცავ ბარიერს აღმართავენ, რის შემდეგაც შენობის დემონტაჟი დაიწყება.

როგორც ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იუწყებიან, პროექტის რეალიზაციას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება.

პროექტის მიზანი შენობაში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ ბოლომდე განადგურებაა. მისი აღმოჩენის შემთხვევაში კი სამხედრო მოსამსახურეები მომწამვლელ ნივთიერებას ჰერმეტულად დახურული კონტეინერებით უსაფრთხო ადგილას გადაიტანენ, რის შემდეგაც ყოფილი ორმაგი აგენტის სახლის ადგილას ახალი შენობა აშენდება.

2018 წლის მარტში ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ბრიტანული გამოძიების ინფორმაციით, მათ მოწამვლაში რუსული დაზვერვის ორი აგენტია გარეული, რომლებიც სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის დღეს ქალაქ სოლსბერიში იმყოფებოდნენ.