შვედეთის ალსვენსკანის (უმაღლესი ლიგა) მე-13 ტურში გიორგი ხარაიშვილი “გიოტებორგს” “ორებროსთან” მოგებაში გოლით დაეხმარა.
ანგარიში 29-ე წუთზე 21 წლის ქართველმა გახსნა. ხოლო 90+2 წუთზე მსოფლიოს ჩემპიონატიდან გუნდში დაბრუნებულმა ისლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა, ელიას მარ ომარსონმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
ხარაიშვილი “გეტებორგის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან 10 შეხვედრაში თავი მეორედ გამოიჩინა.
შვეციის საფეხბურთო ლიგაში “გიოტებორგმა” 16 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა.