მარეკ ჰამშიკი „გიოტებორგში“ ითამაშებს
მარეკ ჰამშიკი „გიოტებორგში“ ითამაშებს

„ნაპოლის“ ყოფილი კაპიტანი მარეკ ჰამშიკი ახლოს არის „გიოტებორგში“ გადასვლასთან, – დაწერა შვედურმა გამოცემა SportExpressen-მა. უახლოეს დღეებში 33 წლის სლოვაკი შვედეთში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჰამშიკმა ორმხრივი შეთანხმების თანახმად გაწყვიტა კონტრაქტი ჩინურ კლუბ „დალიან იფანთან“, რომელშიც 2019 წლიდან თამაშობდა.

„ნაპოლიში“ ჩატარებულ 520 მატჩში ჰამშიკის ანგარიშზე 121 გოლი და 100 შედეგიანი პასია.