ხარაიშვილმა სეზონის სტარტი გამოტოვა - ქართველი მოედანს ერთ კვირაში დაუბრუნდება
ხარაიშვილმა სეზონის სტარტი გამოტოვა - ქართველი მოედანს ერთ კვირაში დაუბრუნდება

შვედეთში ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო და გიორგი ხარაიშვილისგიოტებორგმა“ პირველი მატჩი ჩაატარა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს არ უთამაშია.

გიოტებორგმა“ „გამლა ულევიზე“ „ესლსფბორგი“ მიიღო და სეზონი მარცხიანად დაიწყო – ანგარიში სტუმრებმა 45-ე წუთზე, პერ ფრიცკის გოლით გახსნეს და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს შეხვედრაში ერთადერთი გოლი აღმოჩნდა – მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება და ქულის მოპოვებას ვერ შეძლეს და 0:1 დამარცხდნენ.

გიორგი ხარაიშვილი „გიოტებორგის“ განაცხადშიც არ იყო. 23 წლის ქართველი შემტევი ტრავმირებულია და სეზონის სტარტი გამოტოვა. ამის შესახებ „გიოტებორგის“ მთავარმა მწვრთნელმა, პოია ასბაჰმა მატჩის შემდეგ ილაპარაკა. მისი თქმით, შეიძლება ერთი კვირაზე მეტი გავიდეს, სანამ გიორგი ხარაიშვილი მოედანს დაბრუნდება.

„თამაშის დღემდე ვიმედოვნებდით, რომ გიორგი ხარაიშვილს შეეძლო პირველი შეხვედრა ეთამაშა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და დღეს გიორგი მოედანზე არ იყო – ეს ჩვენთვის დანაკლისი გახლდათ. შემდეგ დღეებში ვნახავთ, როგორ მდგომარეობაში იქნება. ვფიქრობ, დასაბრუნებლად ერთი კვირა დასჭირდება. ჩვენ გარისკვა არ გვსურს, რადგან წინ უამრავი მატჩია. გიორგი მაშინ უნდა დაბრუნდეს, როდესაც ეს გამართლებული იქნება“, – ამბობს პოია ასბაჰი.