მეორე გოლი მეორე მატჩში - ხარაიშვილმა ისევ გაიტანა
მეორე გოლი მეორე მატჩში - ხარაიშვილმა ისევ გაიტანა

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის თასზე თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა.გიოტებორგმა თასის ჯგუფურ ეტაპზე მორიგი შეხვედრა გასვლაზე „სოლენტუნასთან“ გამართა და 2:0 მოიგო.

სტოკჰოლმის „გრიმსტა არენაზე“ გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „გიოტებორგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში 21-ე წუთზე ხარაიშვილმა გახსნა. მეორე გოლი 67-ე წუთზე რობინ სოდერის ანგარიშზეა.

ეს სეზონის მეორე ოფიციალურ შეხვედრაში ხარაიშვილის გატანილი მეორე გოლია. თასის პირველ შეხვედრაში „გიოტებორგმა” „ვასტეროსთან“ 2:0 მოიგო და მაშინაც გუნდს გამარჯვება ხარაიშვილის და სოდერის გოლებმა მოუტანა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში „სირიუსმა“ „ვასტეროსს” უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. 2 ტურის შემდეგ 6 ქულით ჯგუფში „გიოტებორგი“ ლიდერობს, „სირიუსსა“ და „ვასტეროსს” 3-3 ქულა აქვთ, ხოლო „სოლენტუნა“ უქულოდ ბოლო ადგილზეა.

შემდეგ სათასო მატჩს „გიოტებორგი“ 7 მარტს გამართავს – გუნდი საკუთარ სტადიონზე „სირიუსს“ უმასპინძლებს.