მაურისიო პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედში“ მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს გეგმავს – გუნდიდან, შესაძლოა, ექვსი ფეხბურთელი წავიდეს #1TVSPORT

15:45, 19.11.2026

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მომდევნო ზაფხულს შემადგენლობის მნიშვნელოვნად განახლებას გეგმავს.

როგორც ჟურნალისტი დინ ჯონსი იტყობინება, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობაში მასშტაბურ ცვლილებებს განიხილავს. არგენტინელ სპეციალისტს კი შესაძლებლობა ექნება, სეზონის დარჩენილ ნაწილში ფეხბურთელები შეაფასოს და მათი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა მიიღოს.

წყაროს ცნობით, გუნდიდან წასვლის კანდიდატებს შორის არიან ჰარი მაგუაირი, დიოგუ დალო, ლუკ შოუ, მარკუს რაშფორდი, ბრუნუ ფერნანდეში და ლისანდრო მარტინესი.

კლუბში მიიჩნევენ, რომ შემადგენლობის განახლება აუცილებელია. ხელმძღვანელობას სურს, გუნდი იმ ფეხბურთელებმა დატოვონ, რომლებიც სამომავლო გეგმებში არ შედიან, ხოლო მათი წასვლით გათავისუფლებული ფინანსური რესურსი ახალი მოთამაშეების შესაძენად გამოიყენოს.

აღნიშნული ფეხბურთელების მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია და საბოლოო გადაწყვეტილებები 2027 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდამდე იქნება მისაღები.

პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად 13 ნოემბერს დაინიშნა, ამ პოსტზე მან მაიკლ კერიკი შეცვალა.

მსგავსი