„პარი სენ-ჟერმენი“ მარკინიოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენს“ გუნდის კაპიტნის, მარკინიოსის შენარჩუნება სურს და ბრაზილიელ მცველს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა.
RMC Sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოუკინსის ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა 32 წლის ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
მარკინიოსს „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიუხედავად ამისა, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას გამოცდილი მცველის გუნდში კიდევ უფრო დიდხანს დატოვება სურს.
მარკინიოსი „პარი სენ-ჟერმენში“ 2013 წელს „რომადან“ გადავიდა და მას შემდეგ პარიზული გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ამჟამად ბრაზილიელი გუნდის კაპიტანია.