უკრაინის ნაკრების მწვრთნელი – საქართველოს ნაკრებთან ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვიჭირდა #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩზე, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 მოიგო.
„რა თქმა უნდა, მოთამაშეების მხრიდან საბრძოლო სულისკვეთება ძალიან კარგი სანახავი იყო. ადრეული გოლი ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით ცოტა უყურადღებოები ვიყავით. საქართველოსთან მატჩში შედეგის მიღწევა უმნიშვნელოვანესი იყო და ზოგჯერ თამაში და ასეთი „ბინძური“ მატჩების მოგებაც უნდა შეგეძლოს.
გოლის შემდეგ ბურთი მეტოქეს დავუთმეთ. ეს იყო გეგმა თუ იძულებით გავაკეთეთ? რა თქმა უნდა, ბურთის ართმევას არ ვჩქარობდით, დრო დღეს ჩვენი მოკავშირე იყო. ზოგიერთ მომენტში ძალიან უკან ვიხევდით და ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვიჭირდა. თუ ასეთი მატჩების თამაში გიწევს, უნდა შეეგუო და ისწავლო ამ ტიპის ფეხბურთის ჩვენება. იყო მატჩები, სადაც ბურთის ფლობის 60%-იანი მაჩვენებელი გვქონდა, მაგრამ ვაგებდით, დღეს კი, ბურთის ფლობის ნაკლები მაჩვენებლის მიუხედავად, მოვიგეთ.
ბიჭებს ვთხოვე, ხასიათი ეჩვენებინათ, მათ ნამდვილად სურდათ გულშემატკივრები გახარება და ეს ტაქტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია.
შეცვლების შემდეგ ბევრი გადაადგილება მოხდა. პირველ ტაიმში მარჯვენა ფლანგზე ცოტა გვიჭირდა, მეორე ნახევარში ეს გამოვასწორეთ და თამაში გაუმჯობესდა, ბურთის ფლობის ხარისხი კი უკეთესის სურვილს მიტოვებდა“.