ევრო 2028-ის წილისყრისას საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში იქნება – ერთა ლიგის პლეიოფის სავარაუდო მეტოქეებიც ცნობილია #1TVSPORT
2026/27 წლების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის საბოლოო შედეგები ცნობილია – საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2026 წლის 6 დეკემბერს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გაიმართება. გუნდების განთესვა 2026/2027 წლების უეფა-ს ერთა ლიგის საბოლოო რეიტინგის მიხედვით მოხდა.
შესარჩევ რაუნდში მონაწილე 54 გუნდი ხუთ კალათაში გადანაწილდება, პირველი ოთხ კალათაში 12-გუნდი იქნება, ხოლო მეხუთეში – ექვსი. შესარჩევი ტურნირი 2027 წლის მარტში დაიწყება.
პირველი კალათა
ინგლისი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი, იტალია, ნორვეგია, ხორვატია;
მეორე კალათა
უელსი, სერბეთი, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, უნგრეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვენია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ირლანდია;
მესამე კალათა
შოტლანდია, უკრაინა, კოსოვო, პოლონეთი, რუმინეთი, ისრაელი, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, სლოვაკეთი;
მეთხე კალათა
ესტონეთი, ბელარუსი, ფარერის კუნძულები, კვიპროსი, ფინეთი, მოლდოვა, სომხეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლატვია სან-მარინო;
მეხუთე კალათა
მალტა, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი.
ასევე გაირკვა ერთა ლიგის B/C დივიზიონის პლეიოფის მონაწილეები. რადგან საქართველოს ნაკრებმა B2 ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, დივიზიონში დასარჩენად C ლიგის ერთ-ერთ მეორეადგილოსანს შეხვდება. წილისყრისას B დივიზიონის გუნდები განთესილი იქნებიან და პლეიოფის საპასუხო მატჩს შინ ჩაატარებენ.
B დივიზიონი (განთესილები): ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო, ისრაელი, რუმინეთი;
C დივიზიონი (განუთესავები): ბელარუსი, კვიპროსი, ფარერის კუნძულები, ესტონეთი.