„ვალჰალაზე“ გამართულ შეხვედრაში გიორგი ხარაიშვილმა გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრების შემტევი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ფლანგის თავდამსხმელის როლში იყო და მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა. გიორგიმ 25-ე წუთზე დუბლი შეასრულა, „გიოტებორგის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შვედეთის თასის საწყისი პერიოდი ჯგუფური ეტაპის ფორმატით იმართება. „ვასტეროსის” გარდა, „გიოტებორგის“ ჯგუფში მოხვდნენ „სირიუსი“ და „სოლენტუნა“ – ამ გუნდების შეხვედრა „სირიუსმა“ 8:1 მოიგო. შემდეგ სათასო მატჩს „გიოტებორგი“ 29 თებერვალს გასვლაზე „სოლენტუნასთან“ გამართავს.