ხარაიშვილის ზედიზედ მეორე გოლი

შვედეთის ჩემპიონატის დასაწყისის გამოტოვებისა და უიღბლო დაბრუნების შემდეგ, გიორგი ხარაიშვილი ფორმაში შედის – საქართველოს ნაკრებისა და „გიოტებორგის“ შემტევმა ნახევარმცველმა თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.

„ალსვენსკანის“ (შვედეთის უმაღლესი დივიზიონი) მე-10 ტურში გიორგის გუნდი „გიოტებორგი“ სახლში „ფალკენბერგს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

გიორგი ხარაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეცხრე წუთზე ანგარიში გახსნა. ქართველმა შემტევმა მოედანი 90+2 წუთზე დატოვა, როდესაც მისი გუნდი 2:1-ს იგებდა. მაგრამ საბოლოოდ მეტოქეებმა ქულა გაინაწილეს, რადგან სტუმრებმა 90+6-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს.

10 ტურის შემდეგ „გიოტებორგმა“ 11 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზეა.

დატოვე კომენტარი