გიორგი ხარაიშვილი მოედანს დაუბრუნდა
გიორგი ხარაიშვილი მოედანს დაუბრუნდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი მოედანს დაუბრუნდა – ეს შვედეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში მოხდა, რომელიც ქართველის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა და ქულა მოიპოვა.

„გიოტებორგი“ „სირიუსს“ ესტუმრა და იმის მიუხედავად, რომ მატჩის მსვლელობისას ორჯერ აგებდა, ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრა. საბოლოოდ, ხარაიშვილის გუნდმა შეხვედრა ანგარიშით 2:2 დაასრულა და მორიგი ქულა მოიპოვა.

ეს მიმდინარე სეზონში გიორგი ხარაიშვილის მიერ შვედეთის ჩემპიონატში ჩატარებული პირველი მატჩი იყო, რადგან მცირე ტრავმა აწუხებდა. „სირიუსთან“ 23 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ტრავმამდე ბოლო მატჩი ხარაიშვილმა შვიდ მარტს სწორედ „სირიუსთან“ ჩაატარა.

ოთხი ტურის შემდეგ „გიოტებორგმა“ ხუთი ქულა დააგროვა და შვედეთის ჩემპიონატში „სირიუსთან“ ერთად მეშვიდე-მერვე ადგილებს ინაწილებს.